სერვისის ადმინისტრატორი
თარიღები: 06 ნოე - 03 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800 +ბონუსი
განათლება: საშუალო განათლება
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  ადმინისტრატორი რეცეფციონისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@asgard.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 599986078
Asgard E-Sports Arena ეძებს სერვისის ადმინისტრატორს ფილიალისთვის. 
ადმინისტრატორები პასუხისმგებელნი არიან მომხმარებელთან პირველ შეხვედრასა და გამასპინძლებაზე.
თუ თვლით, რომ ასეთი გამოწვევისათვის მზად ხართ, დაგვიკავშირდით.

მოვალეობები:
  • მომხმარებლების ჯავშნების მიღება ტელეფონის მეშვეობით და სისტემაში რეგისტრაცია
  • მომხმარებლების გამასპინძლება და კომპიუტერული სერვისის მიწოდება
  • საბაზისო სალარო ოპერაციები
  • ბარში განთავსებული სასმელის რეალიზება
  • კომპიუტერების ზოგადი ინსპექტირება და საწყის მდგომარეობაში მოყვანა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • თავისუფალი გრაფიკის ქონა
  • ქართული ენის ფლობა, ინგლისური ენის საშუალო დონეზე (B1) ფლობა.
  • ნასამართლობის არქონა
  • დაბალი-საშუალო დონის ცოდნა კომპიუტერებში
  • დადებითი პიროვნული თვისებები: დამოუკიდებლობა, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლიანობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი +ბონუსი


დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@asgard.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598994694