სს „თბილისი ცენტრალის“ ავტოსადგომზე ახალი ტექნოლოგიური პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით ცხადდება ვაკანსია სრულ განაკვეთზე /სმენებში -
ავტოსადგომის სივრცის კონსულტანტების პოზიციაზე.
აღნიშნული პოზიცია მოიცავს
- მომხმარებლის სწრაფ, ეფექტურ და თავაზიან მომსახურეობას,
- მომხმარებლისთვის პირველადი კონსულტაციის გაწევას,
- ავტოსადგომის სერვისთან დაკავშირებული პროცედურისა და ფასების განმარტებას,
- დახმარებას ავტომატიზირებულ სისტემასთან მუშაობისას.
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგად დაიგეგმება პროგრამის ადგილზე სწავლება და შემდეგ , შეთანხმდება სამუშაო პირობები- საქართველოს შრომის კოდექსის ყველა მოთხოვნის შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე
2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე :
info@tbilisicentral.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საკონტაქტო პირს +995 555222929
გისურვებთ წარმატებას!