ბუღალტერი
2xP PRIORITY კანო
თარიღები: 04 ნოე - 03 დეკ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@kano.ge
კანო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე :  ბუღალტერი

განაკვეთი - სრული
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი:  რუსთავი ი. ჯავახიშვილის N5
განათლება - უმაღლესი.
გამოცდილება- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.
ანაზღაურება - კვალიფიკაციის მიხედვით.
სასურველია - ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)

მოვალეობები -:
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
  • ბრუნვითი უწყისის გავლა,შესაძლო ხარვეზის ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
  • ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილების მიღება;
  • თვის, კვარტლის და წლის დახურვაში მონაწილების მიღება;
  • შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურისა და გარე აუდიტორებთან ურთიერთობა;
  • პირველადი დოკუმენტაციის მიღება, გადახარისხება, აღრიცხვა და დაარქივება;
  • მიმდინარე ოპერაციების აღრიცხვა;
  • საგადასახადო პორტალზე (rs.ge) მუშაობა;
  • მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე უშალუ უფროსის  მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება.

ბუღალტრის საკვალიფიკაციო მოთხოვნები-:
  • აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
  • ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
  • ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარჩვევები:
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორატიულ ნომერს;
  • ფიტპასი;

საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ. ფოსტა: hr@kano.ge
დაინტერესებული პირები სასურველია დაგვეკონტაქტონ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე. აუცილებელია ელ. ფოსტის საგანში მიუთითონ ვაკანსიის პოზიციის დასახელება.