კატეგორიის მენეჯერი
თარიღები: 05 ნოე - 03 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  კატეგორიის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@akhalikhedva.ge
სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული-ტრავმატოლოგიურ და  სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. 

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პორტფელში არსებული ბრენდების გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა წლიურ ჭრილში, კონკრეტული აქტივობებისა და ბრენდის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე;
  • ბრენდების ჭრილში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის გარშემო მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა მარკეტინგის გუნდთან ერთად, მართვა და ანალიზი გაყიდვების ზრდის სტიმულირებისათვის;
  • ბრენდების განვითარებისათვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა და კონტროლი; 
  • უწყვეტი სწავლების/ტრენინგების დაგეგმვა/ჩატარება;
  • პროდუქციის მარაგების დონეების განსაზღვრა და კონტროლი;
  • პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება  და კონტროლი;
  • ბაზრის კვლევა/ანალიზი, კონკურენტების შეფასება;
  • პროდუქციის ასორტიმენტის გამდიდრებაზე ზრუნვა;
  • არსებული ასორტიმენტის ანალიზი, რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
  • კატეგორიაში შემავალი ბრენდების მომგებიანობის ანალიზი ფინანსურ მენეჯერთან ერთად;
  • ყოველდღიური შეხვედრების ჩატარება სამედიცინო წარმომადგენლებთან/გაყიდვების გუნდთან;
  • ორმაგი ვიზიტების განხორციელება კლინიკებში;
  • მრგვალი მაგიდების ჩატარება კლინიკებში;
  • სამედიცინო კონფერენციების ორგანიზება;
  • გაყიდვებისა და სამედიცინო წარმომადგენლების გუნდთან ერთად ბიუჯეტის განსაზღვრა, გეგმების შემუშავება, გაწეული ან დაგეგმილი ხარჯების მომგებიანობისა და მიზნობრიობის განსაზღვრა. 
  • საბეჭდი მასალის საჭიროების განსაზღვრა და შემუშავება შესაბამისს განყოფილებებთან ერთად;
  • მობრუნებების და ვადაგასული პროდუქტის კონტროლი კატეგორიების მიხედვით;
  • ყოველკვირეული, ყოველთვიური რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მარკეტინგის მიმართულებით);
  • კატეგორიის  ან/და ბრენდ მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების  ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა/დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით. 
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV)  და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით,  გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.