შესყიდვების მენეჯერი
1xP PRIORITY კომპანია
თარიღები: 20 ნოე - 03 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 3000 - 4500
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
შესყიდვები:  შესყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancyhr515@gmail.com
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 09:00 – 18:00 სთ  
სახელფასო განაკვეთი: ფიქსირებული ანაზღაურება 3000 – 4500 ლარის ფარგლებში პლიუს ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის შესყიდვებისა და მიწოდების სრული ციკლის ეფექტური დაგეგმვა/მართვა/კონტროლი;
  • მოლაპარაკების წარმოება საერთაშორისო მომწოდებლებთან პროდუქციის ფასებთან და შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით;
  • კომპანიის პორტფელში არსებული  პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
  • საქონლის მუდმივად არსებობის უზრუნველყოფა, მათი დეფიციტის წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით;
  • გაყიდვების ყოველდღიური ანალიზი;
  • საქონლის მინიმალური ნაშთის განსაზღვრა და საჭირო რაოდენობის არსებობის უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო გამოფენებზე/კონფერენციებზე ვიზიტი;
  • ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
  • მომწოდებლებთან კომერციული პირობებზე შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმება, მუდმივი კონტროლი;
  • მოთხოვნის შესაბამისად შესყიდვების განხორციელება საუკეთესო შესაძლო პირობებით;   
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
  • დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
  • კლიენტების დებიტორული დავალიანების მუდმივი კონტროლი;
  • ახალი პროექტების ინიცირება და განხორციელება;
  • კომპანიის განვითარებაში აქტიური ჩართულობა კომპეტენციის ფარგლებში;
  • შესყიდვების რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება; 
  • საერთაშორისო შესყიდვების სფეროში მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონულ მისამართზე: vacancyhr515@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.