კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 09:00 – 18:00 სთ
სახელფასო განაკვეთი: ფიქსირებული ანაზღაურება 3000 – 4500 ლარის ფარგლებში პლიუს ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის შესყიდვებისა და მიწოდების სრული ციკლის ეფექტური დაგეგმვა/მართვა/კონტროლი;
- მოლაპარაკების წარმოება საერთაშორისო მომწოდებლებთან პროდუქციის ფასებთან და შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით;
- კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
- საქონლის მუდმივად არსებობის უზრუნველყოფა, მათი დეფიციტის წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით;
- გაყიდვების ყოველდღიური ანალიზი;
- საქონლის მინიმალური ნაშთის განსაზღვრა და საჭირო რაოდენობის არსებობის უზრუნველყოფა;
- საერთაშორისო გამოფენებზე/კონფერენციებზე ვიზიტი;
- ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით;
- საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- მომწოდებლებთან კომერციული პირობებზე შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმება, მუდმივი კონტროლი;
- მოთხოვნის შესაბამისად შესყიდვების განხორციელება საუკეთესო შესაძლო პირობებით;
- მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
- დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
- კლიენტების დებიტორული დავალიანების მუდმივი კონტროლი;
- ახალი პროექტების ინიცირება და განხორციელება;
- კომპანიის განვითარებაში აქტიური ჩართულობა კომპეტენციის ფარგლებში;
- შესყიდვების რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საერთაშორისო შესყიდვების სფეროში მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრიტიკული აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancyhr515@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.