წარმოების დამხმარე
თარიღები: 19 ნოე - 03 დეკ
მდებარეობა: თბილისი გარდაბანი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800 +ბონუსი
წარმოება/ოპერაციები:  ხაზის ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@gah.ge
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი". 
 
შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დამხმარის პოზიციაზე, ქ. თბილისში. 
მისამართი - დიდი დიღომი/ გარდაბანი (გარდაბნის შემთხვევაში , ტრანსპორტიერბას უზრუნველყოფს კომპანია) 
სამუშაო საათები - 40 საათი კვირაში, 1 დღე დასვენება. 
ანაზღაურება - 800 ლარი + გარდაბანში მუშაობის დანამატი (240 – 260 ლარი) + ანაზღაურებადი უქმე დღეები  
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ნედლეულის დახარისხება/გადამუშავება; 
  • შეფუთულ პროდუქციაზე კომპანიის მიერ დადგენილი მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულება; 
  • წარმოების მფლობელობაში არსებული ინვენტარის კონტროლი;  
  • პროდუქციის ყუთებში ჩაწყობა და მათი გადაზიდვა; 
 
ჩვენ გთავაზობთ:  
  • თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%) ფარავს კომპანია; 
  • დაზღვევა; 
  • ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე; 
  • პერიოდული საჩუქრები და სხვადასხვა აქტივობები კომპანიისგან. 
 
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.