დამქირავებელი: ფიზიკური პირი, "Pre-Seed" ეტაპის იდეის ფაზაზე სამუშაო პროცესით.
ცხადდება ვაკანსია პოზიციაზე: საქველმოქმედო პროექტების მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
- ვებ-გვერდის და სოციალური არხებისათვის ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, მათი შესაბამისი განთავსება.
- ფილანტროპიის მიზნით რესურსების მოზიდვის ალტერნატიული გზების / მეთოდოლოგიის შემუშავება.
- პოტენციური დონერების სეგმენტაცია და მათი მოთხოვნების დამუშავება / ანალიზი.
- რესურსების მოზიდვის ციფრული პლატფორმის შექმნაში მონაწილეობა.
- ქველმოქმედების ალტერნატიული „ბიზნეს მოდელის“ შემუშავებაში მონაწილეობა და მისი მაკროეკონომიკური ეფექტის კვლევა და ანალიზი.
KPIs
- ვებ-გვერდი
- სოციალური მედია
- ფილანტროპიის ბაზა
- რესურსების მოზიდვის პლატფორმა
- ქველმოქმედების ალტერნატიული მოდელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართულად და ინგლისურად გამართული წერის უნარი.
- ანალიტიკური აზროვნება.
- ინოვაციური ხედვა / კრეატიულობა.
- პასუხისმგებლობა.
- მაკროეკონომიკის საწყისების ცოდნა მიიჩნევა უპირატესობად.
- Crowdfunding-ს და მსგავსი ციფრული პლატფორმების ბიზნეს მოდელის საწყისების ცოდნა მიიჩნევა უპირატესობად.
- სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
რას გთავაზობთ:
- მოქნილი სამუშაო გარემო და თანამშრომლობის ფორმატი.
- ყველაზე მასშტაბურ და დიდი პოტენციალის მქონე ინდუსტრიაში საფუძვლიანად გარკვევა.
- ანაზღაურება კადრის, მისი ჩართულობის და ფორმატის შესაბამისად.
- საწყისი: ₾600 + ბონუსი
- ბონუსი გაიცემა მოთხოვნის პუნქტების (KPI) დანერგვის შესაბამისად.