შპს „ჩირინა“, “ბიუ-ბიუ”-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მეფრინველეობის დარგში საკვებწარმოების სპეციალისტის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- მეფრინველეობის წარმოების მთავარ ტექნოლოგთან ერთად საკვები რეცეპტების შემუშავება,
- რეცეპტების გადათვლა და კობინირებული საკვები ქარხნისთვის მოწოდება
- ბროილერის წარმოების, სარემონტო მოზარდის, სადედე გუნდის საკვების დამზადების ყოველთვიური გეგმების მომზადება
- ნედლეულის ხარისხის კონტროლი
- კომბინირებული საკვები ქარხნის და სართიჭალას ტერიტორიაზე არსებული მარცვლეულის საშრობის და შესანახი კომპლექსის მართვა.
- საკვებწარმოებაში არსებულ თანამედროვე ტენდენციებთან მუდმივი გაცნობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, ქიმიის, მიკრობიოლოგიის მიმართულებით
- მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მეფრინველეობის/საკვებწარმოების დარგში
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნება
- შრომისმოყვარეობა
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობა
აღნიშნულ ვაკანსიაზე დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 01 ნოემბრამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.