„ვიანი“ აცხადებს ტრანსპორტირებისა და საბაჟო პროცედურების კოორდინაციის სამსახურის უფროსის ვაკანსიას თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ტრანსპორტირების ციკლის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
- საბაჟო პრცედურებთან დაკავშრებული სრული ციკლი;
- საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ქმედებების კონტროლი აღნიშნული საქმიანობის შესრულების პროცესში;
- საბაჟო დეპარტამენტთან, ფოსტებთან, ბროკერებთან, გადამზიდებთან, ადგილობრივ ფორვარდერებთან, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკებთან კომუნიკაცია;
- სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
- ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი, 2024
„ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.