ტრანსპორტირებისა და საბაჟო პროცედურების კოორდინაციის სამსახურის უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი ვიანი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საბაჟო
„ვიანი“  აცხადებს ტრანსპორტირებისა და საბაჟო პროცედურების კოორდინაციის სამსახურის უფროსის  ვაკანსიას  თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:
  • ტრანსპორტირების ციკლის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
  • საბაჟო პრცედურებთან დაკავშრებული სრული ციკლი;
  • საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ქმედებების კონტროლი აღნიშნული საქმიანობის შესრულების პროცესში;
  • საბაჟო დეპარტამენტთან, ფოსტებთან, ბროკერებთან, გადამზიდებთან, ადგილობრივ ფორვარდერებთან, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკებთან კომუნიკაცია;
  • სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი,  2024
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს :  https://vian.health/ka/career/?careerId=1221

„ვიანი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე