ლოჯისტიკის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი დევულ ინდასტრის
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი

სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC აცხადებს  ვაკანსიას  ლოჯისტიკის სპეციალისტის (საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით)  პოზიციაზე.  

  • სარკინიგზო ლოჯისტიკის სპეციალისტი 
  • საზღვაო გადაზიდვების სპეციალისტი 
  • სახმელეთო გადაზიდვების სპეციალისტი  
   
ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:   
  • მიღებული შეკვეთების დამუშავება და საუკეთესო საფასო შეთავაზებების ფორმირება;   
  • დადასტურებული შეკვეთების აღსრულება წინასწარ შეთანხმებული პირობებით;   
  • მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;   
  • არსებულ პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან და საწყობებთან ურთიერთობა;   
  • ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;   
  • ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;   
  • ანალიზი და რეპორტინგი;   
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;  
  • გაყიდვების გუნთთან და მენეჯმენტთან კოორდინაცია. 
   
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:    
  • მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში;  
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office and E-mail);   
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სარკინიგზო სპეციალისტის პოზიციაზე სავალდებულოა რუსული ენის ფლობა  
 
პიროვნული უნარ-ჩვევები:   
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;   
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;   
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;   
  • გუნდური მუშაობის უნარი;   
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;   
  • ორგანიზებულობა;   
  • პუნქტუალურობა;   
  • გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი   
   
გთავაზობთ:   
  • ანაზღაურება ფიქსირებული 2000 ლარი 
  • კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით   
  • მეგობრული სამუშაო გარემო 
  • გამოსაცდელი პერიოდი (1 კვირა არანაზღაურებადი, 3 თვე ანაზღაურებადი). 
  
აქცენტი კეთდება სტაბილურ თანამშრომლებზე,  განვითარების პერსპექტივით. 
  
სამუშაოგრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00)  
ოფისის მისამართი : თბილისი, ისნის მეტროსთან. ნავთლუღის ქუჩა 
   
დაინტერესებულმა კანდიდატებმა , გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: ceo@dewool.ge  საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განხილული იყოს თქვენი СV.