სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის გაყიდვების მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით) პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან;
- შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება;
- შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება;
- შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
- გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი. ქოლ ცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
- CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- უცხო ენები: ინგლისური, რუსული (არასავალდებულო)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი
გთავაზობთ:
- ანაზღაურება ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი
- კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით
- მეგობრული სამუშაო გარემო
- გამოსაცდელი პერიოდი (1 კვირა არანაზღაურებადი, 3 თვე ანაზღაურებადი).
აქცენტი კეთდება სტაბილურ თანამშრომლებზე, განვითარების პერსპექტივით.
სამუშაოგრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00)
ოფისის მისამართი : თბილისი, ისნის მეტროსთან. ნავთლუღის ქუჩა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა , გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე:
ceo@dewool.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განხილული იყოს თქვენი СV.