სასტუმროების ქსელი "ასტორია" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დაქვემდებარებული დეპარტამენტების გამართულად და შეუფერხებლად ოპერირების უზრუნველყოფა;
- სერვის სტანდარტების და გაიდლაინების შემუშავება, მათი დანერგვა და საჭიროებისამებრ ადაპტირება;
- მიღება-განთავსების, ჰაუსქიფინგის და კვების დეპარტამენტის თანამშრომლების ეფექტური და რეგულარული ტრენინგების უზრუნველყოფა;
- ოპერაციების მიმართულებით სასტუმროს ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდების მუდმივი კვლევა და მათი დანერგვისთვის საჭირო სტრატეგიების შემუშავება;
- სასტუმროს სისტემების გამართულობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ სწრაფი კომუნიკაცია ტექნიკურ განყოფილებასთან;
- ეფექტური განრიგების შედგენისა და დავალებების სწორად დელეგირების უზრუნველყოფა;
- სხვა დეპარტამენტებთან კოლაბორაცია და სასტუმროს შეთანხმებული ოპერირების ხელშეწყობა;
- მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე მომსახურების ფორმების გაუმჯობესება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტების სამუშაო პროცესებისა და ფუნქციონირების მაღალ დონეზე ცოდნა (კვებისა და სასმელების, დასუფთავების, მიღება - განთავსების და ტექნიკური დეპარტამენტები).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
- გამართული მეტყველების უნარი;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
- ყურადღებიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული.