სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი პსპ ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
დაზღვევა: სადაზღვეო აგენტი/კონსულტანტი
შპს "პსპ ფარმა" აცხადებს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერი ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სადაღვევო კომპანიებთან თანამშრომლობის/კომერციულ პირობებზე შეთანხმება და მოლაპარაკების წარმოება;
  • პარტნიორ სადაზღვევო კოპანიებთან ყოველთვიური ინტენსიური კომუნიკაცია და თვის ანგარიშების წარმოება;
  • ფინანსური ანგარიშსწორების კოორდინირება და მონიტორინგი; შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ტექნიკური სახის შეფერხების წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამის პირებთან გადამისამართება და პრობლემის აღმოფხვრის მონიტორინგი;
  • ყოველთვიური რეპორტინგი მენეჯმენტისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება:
  • უმაღლესი  განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და დისციპლინა
  • მათემატიკური უნარების ფლობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
  • პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge   და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ნოემბერი.