შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი პსპ ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
კომპანია პსპ ფარმა აცხადებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დაგეგმილი პრევენციული პროცედურების აღსრულების მონიტორინგი;
  • შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • სამუშაო ადგილზე ფიზიკური, ქიმიური, ერგონომიკული საფრთხის შემცველი ფაქტორების მონიტორინგი;
  • საწყობში არსებული ტექნიკის შემოწმების ჟურნალის წარმოება;
  • ცეცხლმაქრების შემოწმება/აღრიცხვა;
  • პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთების მონიტორინგი/პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების აღრიცხვა;
  • კანონით სავალდებულო ინსტრუქტაჟების ჩატარება თანამშრომლებისთვის-ინსტრუქტაჟი სახანძრო უსაფრთხოებაში; პირველადი სამედიცინო დახმარების ინსტრუქტაჟი; რისკებისა და მისი პრევენციული ღონისძიებების გაცნობა;
  • საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმის გაცნობა საწყობის თანამშრომლებისთვის;
  • პირველადი, მოკლე ინსტრუქტაჟის გაცნობა ახალი თანამშრომლებისთვის;
  • ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესრულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება. შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;

სასურველია კანდიდატს ყავდეს საკუთარი ავტომობილი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი, 2024 წელი.