შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი
თარიღები: 04 ნოე - 30 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800 +ბონუსი
ენები: ქართული
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@atelieroutlet.ge
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობთ. "ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #36
სამუშაო გრაფიკი: სრული (7 საათი) 10:00-18:00, 14:00-22:00, 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი

მოვალეობები:
  • ობიექტის გახსნა-დაკეტვის დროს დასწრება;
  • თანამშრომლების შემოწმება ობიექტზე გამოცხადებისას და გასვლისას;
  • აკრძალული ნივთების შემოტანის მეთვალყურეობა;
  • კონფლიქტური სიტუაციის დროს დაცვის სამსახურთან კომუნიკაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა.

მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალების მიმართ ყურადღება, ორგანიზებულობა და აკურატულობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ მზად ხართ, იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი".