"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობთ. "ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...
ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #36
სამუშაო გრაფიკი: სრული (7 საათი) 10:00-18:00, 14:00-22:00, 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი
მოვალეობები:
- ობიექტის გახსნა-დაკეტვის დროს დასწრება;
- თანამშრომლების შემოწმება ობიექტზე გამოცხადებისას და გასვლისას;
- აკრძალული ნივთების შემოტანის მეთვალყურეობა;
- კონფლიქტური სიტუაციის დროს დაცვის სამსახურთან კომუნიკაცია;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა.
მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- დეტალების მიმართ ყურადღება, ორგანიზებულობა და აკურატულობა;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ მზად ხართ, იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი".