გეოლოგი
თარიღები: 01 ნოე - 30 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ინჟინერია:  გეოლოგიური ინჟინერია
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@cement.ge
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი  ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 

ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას გეოლოგის პოზიციაზე. 

ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:
  • საბადოების/პოტენციური ლიცენზიების საძიებო სამუშაოების წარმოება;
  • პოტენციური საბადოს შესწავლა და სალიცენზიო განაცხადისთვის ყველა საჭირო სამუშაოს დაგეგმვა და წარმოება;
  • საბადოების დამუშავების გეგმების შედგენა;
  • საბადოს რუკის შედგენა, კოორდინატების შემოწმება და დაზუსტება;
  • გეოლოგიური დასკვნების და ანგარიშების მომზადება;
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • გეოლოგიის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი ტექნიკური და კომპიუტერული უნარჩვევები, შესაბამისი პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ადაპტაციის და სწავლის უნარი;

არსებული ბენეფიტები:
  • ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გეოლოგი

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.  

ჰანიველ ცემენტი  კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.