თარიღები: 01 ნოე - 30 ნოე |
მდებარეობა: თბილისი |
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი |
მივლინება: არა |
განათლება: ბაკალავრი |
ენები: ინგლისური, რუსული |
„დასაქმების სააგენტი ეიჩარი“ აცხადებს ვაკანსიას ვებ-გვერდის განყოფილებაში - კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
დასაქმების სააგენტო ეიჩარი დაარსდა 2006 წელს და ამჟამად წამყვანი ადგილი უჭირავს საქართველოს დასაქმების ბაზარზე.
თუ გაინტერესებთ გაყიდვების სფერო, ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური, შედეგზე ორიენტირებული და ლიდერული თვისებებით გამორჩეული პიროვნება, მაშინ ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა.
მოგეცემათ შესაძლებლობა მიიღოთ მნიშვნელოვანი გამოცდილება, განავითაროთ გაყიდვების უნარები, გაეცნოთ თანამედროვე ორგანიზაციის სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს.