უფროსი ბუღალტერი
თარიღები: 01 ნოე - 30 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  მთავარი ბუღალტერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@abs.com.ge
შპს ალტერნატიული ბიზნეს გადაწყვეტილებები ცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტერის პოზიციაზე
სექტორი: საბუღალტრო მომსახურება
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ე.მინდელის ქუჩა. 
ანაზღაურება: შეთანხმებით და გამოცდილების შესაბამისად. 
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00.  

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
  • საბუღალტრო გატარებების წარმოება და კორექტირება;
  • საბუღალტრო და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
  • საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო  დეკლარირება;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება;
  • აუდიტორებისთვის ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება; 
  • დებიტორების და კრედიტორების კონტროლი.
  • პირველადი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
  • დოკუმენტების დაარქივების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
  • 4+  წლიანი მუშაობის გამოცდილება. 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მმართველობითი აღრიცხვის და ანგარიშგების ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. საბუღალტრო პროგრამა „FMG“-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;  
  • ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • ორგანიზების, დაგეგმარებისა და მონიტორინგის უნარი;
  • პოზიტიურად აზროვნების უნარი. 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე info@abs.com.ge არაუგვიანეს 2024 წლის 1 დეკემბრისა. 

გთხოვთ: 
მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 
CV-ს სახელწოდებაში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.
CV-ში დაამატოთ თქვენი სურათი.
მეილში მიუთითოთ მინიმალური მოსალოდნელი ხელფასი. 

სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.  
გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ  ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. 

წარმატებას გისურვებთ!