არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

მივლინება: არა ხელფასი: 1573
განათლება: ბაკალავრი
საჯარო სამსახური: საჯარო სამსახური (ზოგადი)
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

თანამდებობრივი სარგო:  1 573 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა:  1 
სამსახურის ადგილმდებარეობა:  თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქცია მოვალეობები:
  • მონაწილეობას იღებს ქვეყნის მასშტაბით დასაქმების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის პროგრამით სარგებლობის ერთიანი სტანდარტის შემუშავებაში და მისი დანერგვის პროცესში.
  • არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევი პირების პირადი საქმეების შესწავლა, სამუშაო ადგილების შეთავაზებაში და გადანაწილებაში მონაწილეობის მიღება, დემობილიზაციის და რეზერვის საკითხების დოკუმენტების წარმოება. სახელმწიფო კომისიის სამდივნოს წევრის ფუნქციის შესრულება.
  • მონაწილეობას იღებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის პროგრამის დანერგვისთვის საჭირო რესურსების, პროცედურების და მხარდამჭერი აქტივობების განსაზღვრის პროცესში.
  • მონაწილეობს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდების და ბენეფიციართა ჩართვის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავებაში.
  • მონაწილეობას იღებს დასაქმების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის პროგრამაზე რეგისტრაციის და პროგრამების პროვაიდერი ორგანიზაციების შერჩევის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავების პროცესში და ხელს უწყობს რეგიონულ ცენტრებში დანერგვას.
  • მონაწილეობას იღებს დასაქმების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის პროგრამის ეფექტური განხორციელებისათვის ტექნიკური მხარდაჭერის პროცედურების შემუშავების პროცესში.
  • ახორციელებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის პროგრამის ადმინისტრირების პროცესში მომწოდებლის მიერ ანგარიშგებისთვის წარმოდგენილი საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებასა და არაფინანსურ ანალიზს.
  • უწევს ტექნიკურ მხარდაჭერას პროგრამებში ჩართულ სხვადასხვა პროვაიდერებს.
  • კომპეტენციის შესაბამისად, უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემულ დავალებებსა და ცალკეული მითითებების შესრულებას.

პასუხისმგებლობები:
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა კომპლექსური გადაწყვეტილებების განხილვებში მონაწილეობა, შუალედური გადაწყვეტილებების მიღება.
  • სხვადასხვა დოკუმენტების, პროექტების, პროდუქტების, დასკვნების, მოხსენებითი ბარათების, სხვადასხვა შინაარსის აქტების და წარმოების მასალების უშუალო მომზადება და მათ შინაარსზე პასუხისმგებლობა.
  • პასუხისმგებელია ფუნქცია-მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაზე.

მოთხოვნები: 
  • მინიმალური განათლება - ბაკალავრი 
  • სამუშაო გამოცდილება - 1 წელი 

საკონკურსო თემატიკა: 
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება"; 
  • საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ; 
  • „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილება. 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და ანგარიშის ნიმუში ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sesa_administration@moh.gov.ge  
გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.