სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
თანამდებობრივი სარგო: 1 573 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ფუნქცია მოვალეობები:
- მონაწილეობას იღებს ქვეყნის მასშტაბით დასაქმების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის პროგრამით სარგებლობის ერთიანი სტანდარტის შემუშავებაში და მისი დანერგვის პროცესში.
- არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევი პირების პირადი საქმეების შესწავლა, სამუშაო ადგილების შეთავაზებაში და გადანაწილებაში მონაწილეობის მიღება, დემობილიზაციის და რეზერვის საკითხების დოკუმენტების წარმოება. სახელმწიფო კომისიის სამდივნოს წევრის ფუნქციის შესრულება.
- მონაწილეობას იღებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის პროგრამის დანერგვისთვის საჭირო რესურსების, პროცედურების და მხარდამჭერი აქტივობების განსაზღვრის პროცესში.
- მონაწილეობს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდების და ბენეფიციართა ჩართვის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავებაში.
- მონაწილეობას იღებს დასაქმების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის პროგრამაზე რეგისტრაციის და პროგრამების პროვაიდერი ორგანიზაციების შერჩევის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავების პროცესში და ხელს უწყობს რეგიონულ ცენტრებში დანერგვას.
- მონაწილეობას იღებს დასაქმების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის პროგრამის ეფექტური განხორციელებისათვის ტექნიკური მხარდაჭერის პროცედურების შემუშავების პროცესში.
- ახორციელებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის პროგრამის ადმინისტრირების პროცესში მომწოდებლის მიერ ანგარიშგებისთვის წარმოდგენილი საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებასა და არაფინანსურ ანალიზს.
- უწევს ტექნიკურ მხარდაჭერას პროგრამებში ჩართულ სხვადასხვა პროვაიდერებს.
- კომპეტენციის შესაბამისად, უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემულ დავალებებსა და ცალკეული მითითებების შესრულებას.
პასუხისმგებლობები:
- კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა კომპლექსური გადაწყვეტილებების განხილვებში მონაწილეობა, შუალედური გადაწყვეტილებების მიღება.
- სხვადასხვა დოკუმენტების, პროექტების, პროდუქტების, დასკვნების, მოხსენებითი ბარათების, სხვადასხვა შინაარსის აქტების და წარმოების მასალების უშუალო მომზადება და მათ შინაარსზე პასუხისმგებლობა.
- პასუხისმგებელია ფუნქცია-მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაზე.
მოთხოვნები:
- მინიმალური განათლება - ბაკალავრი
- სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
- საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ;
- „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და ანგარიშის ნიმუში ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sesa_administration@moh.gov.ge გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.