მოლარე-კონსულტანტი
თარიღები: 01 ნოე - 30 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: ნახევარი განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1200
განათლება: საშუალო განათლება
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი მოლარე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@fco.ge

ელეი ინვესთმენთს აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-კონსულტანტი


სამუშაო პირობები:ანაზღაურება: 1200 ლარი;


მოვალეობები:

  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება; 
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი; 
  • დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი; 
  • მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა; 
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.


მოთხოვნები

  • გამართული მეტყველება, 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, 
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
  • კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები; 
  • სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@fco.ge, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


გისურვებთ წარმატებას!