პროექტების მენეჯერი
თარიღები: 01 ნოე - 30 ნოე
მდებარეობა: თბილისი ბათუმი ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 3000
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  პროექტის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs.infracon@gmail.com
კომპანია “Infracon” აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში
სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი და რეგიონები
ანაზღაურება: 3000

ძირითადი მოვალეობები:
  • ობიექტზე სამშენებლო პროექტების სრული ციკლის მართვა; 
  • მიმდინარე პროექტებისათვის აუცილებელი პერსონალის მოძიება-შერჩევის პროცესში მონაწილეობა. დამკვეთებთან ურთიერთობა და მათთან მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალების შეთანხმება; 
  • სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა. მათ შორის: პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო
  • სამუშაოების წარმოების ვადების განსაზღვრა, სამშენებლო სამუშაოებისათვის აუცილებელი ტექნიკური და ადამიანური რესურსების განსაზღვრა და სხვ.; 
  • კომუნიკაცია არქიტექტორთან, კონსტრუქტორთან და პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ სხვა პირებთან; 
  • სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტი, სამუშაოს თანმიმდევრობისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; 
  • სამშენებლო მასალების ბაზრის პერიოდული კვლევა. მიმდინარე პროექტებისათვის აუცილებელი
  • სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების მოძიება და მომწოდებლებთან შესაბამისი მოლაპარაკების წარმოება; 
  • პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა; 
  • ხარჯების კონტროლი; 
  • პროექტის სახელფასო და სამივლინებო ხარჯების კონტროლი;
  • მასალების ჩამოწერის წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო ან ბიზნესის მიმართულებით); 
  • სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება, სამუშაოთა
  • ზედამხედველობის, ხარისხის კონტროლის, ხარჯთაღრიცხვის შედგენის კუთხით; 
  • პუნქტუალურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა; 
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel) კარგად ცოდნა. 
  • ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ. მისამართზე:jobs.infracon@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პროექტების მენეჯერი