მონაცემთა ანალიტიკოსი
1xP PRIORITY OPPA
თარიღები: 16 ნოე - 30 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ანალიტიკოსი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@oppa.ge
სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. 
ცხადდება ვაკანსია მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში

პოზიციის მიზანია, ფინანსური/ანალიტიკური რეპორტების მომზადება.

რას გააკეთებ:
  • Power BI - ში რეპორტების მომზადება და ვიზუალიზაცია;
  • მონაცემთა ბაზების შეგროვება და დამუშავება;
  • სხვადასხვა დეპარტამენტების მოთხოვნილი ანალიტიკური რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების, სტატისტიკის, მათემატიკის ან მსგავსი მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Power BI-ს ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Excel)
  • სასურველია SQL-ის ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე.

  • საჭირო უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოტივირებული და მიზანდასახული;
  • მაღალი პასუხისმგებლობოს გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.