უსაფრთხოების ოფიცერი/დაცვა
თარიღები: 19 ნოე - 30 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@marjanplaza.ge
4* ვარსკვლავიანი  სასტუმრო მარჯან პლაზა 2022 წლის ოქტომბრის თვიდან ოფიციალურად ოპერირებს სასტუმრო-სარესტორნო ბაზარზე და ღირსეულ კონკურენციას უწევს საქართველოში არსებულ ადგილობრივ თუ უცხოურ ბრენდებს,  აღნიშნულიდან გამომდინარე, საპატიო ადგილი უკავია Booking. Com- ის სარეიტინგო სიაში.  

სასტუმრო მარჯან პლაზა აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცერის/დაცვის  პოზიციაზე 
ადგილმდებარეობა : თბილისი, დ.უზნაძის ქუჩა 65
სამუშაო გრაფიკი:, 21 საათიანი ცვლა 4 დღეში ერთხელ
კვება; დაზღვევა;

ზოგადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა;
  • თანამშრომლებისა და სტუმრების გადაადგილების მონიტორინგი (შემოსვლა და გასვლა);
  • პოლიციის ან/და სახანძრო სამსახურის გამოძახება საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში (მაგ: დასაცავ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ან უცხო და საეჭვო პირის არსებობის შემთხვევაში);
  • უსაფრთხოების სისტემის და მოწყობილობების მუდმივი კონტროლი;
  • კომპანიის შიდა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;

მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marjanplaza.ge და წერილის, თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის თემატური დასახელება. 

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „რედვუდ ჰოსპიტალიტი მენეჯმენთ“-ის მიერ (ს/ნ.: 402270671) იურ. მის.: ქ. თბილისი, დ.უზნაძის 65) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.  თქვენი მიერ გამოგზავნილი თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება 6 თვით.  თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@marjanplaza.ge;