გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში (ER)  უმცროსი ექიმი
თარიღები: 31 ოქტ - 29 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო:  სასწრაფო დახმარება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@joann.ge
,,ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი’’ დაფუძნდა 1996 წლის 16 სექტემბერს როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს, რომლის დამსახურებით, ქვეყანაში შემცირდა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილობის და ავადობის მაჩვენებელი. ასევე, შეიქმნა ბავშვთა გულის დაავადებების და მასთან ასოცირებული პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მეთვალყურეობის თანამედროვე ინფრასტრუქტურა. 
 
,,ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი’’ აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში (ER) უმცროსი ექიმის პოზიციაზე 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას ქ. #35 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს; 
  • მეგობრულ გარემოს; 
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას; 
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს;; 
  • პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • fitpass 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით; 
  • შიდა პროტოკოლების, ინსტუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას; 
  • პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების დადგენა; 
  • სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა პასუხისმგებელი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;   
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შერსულება; 
 
მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: 
  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება სამკურნალო საქმის სპეციალობით;   
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ;  
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდში მუშაობის უნარი; 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: vacancy@joann.ge  2024 წლის 30 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურისს ველში (subject) აუცილებლად მმიუთითოთ პოზიციის დასახელება. 
,,ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი’’ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი 
 
ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.