დღის ექთნის დამხმარე

თბილისი მოქნილი გრაფიკი ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: მედდა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაფუძნდა 1996 წლის 16 სექტემბერს როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს, რომლის დამსახურებით, ქვეყანაში შემცირდა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილობის და ავადობის მაჩვენებელი. ასევე, შეიქმნა ბავშვთა გულის დაავადებების და მასთან ასოცირებული პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მეთვალყურეობის თანამედროვე ინფრასტრუქტურა.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას დღის ექთნის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას ქ. #35

ჩვენ გთავაზობთ:
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • მეგობრულ გარემოს;
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს;;
  • პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • fitpass

ძირითადი ფუნქციები: 
  • პაციენტთა საექთნო პროცესებში მონაწილეობა;
  • არსებული ასეპტიკა-ანტისეპტიკის ნორმების დაცვა;
  • პაციენტის ჰიგიენური ნორმბის უზრუნველყოფა
  • ექთნის დახმარება სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის დროს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • უპირატესობა მიენიჭებათ გამოცდილების მქონე კანდიდატებს;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: vacancy@joann.ge   გთხოვთ, სათაურისს ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი
ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.