„ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტში დამლაგებლის პოზიციაზე.
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით დასუფთავების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
- ჰიგიენური საშუალებების გამოყენების წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა/კონტროლი;
- ლოკაციებიდან ნარჩენების გატანა წესების დაცვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დამლაგებელი“ .
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.