დამლაგებელი
თარიღები: 31 ოქტ - 29 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
დასუფთავება:  დამლაგებელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@vivomedical.ge
„ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტში დამლაგებლის პოზიციაზე. 

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
 
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამედიცინო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით დასუფთავების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • ჰიგიენური საშუალებების გამოყენების წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • ლოკაციებიდან ნარჩენების გატანა წესების დაცვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge  და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დამლაგებელი“ .
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.