ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერული კომპანია აცხადებს სამშენებლო პროექტების მენეჯერის ვაკანსიას საცხოვრებელი კორპუსების პროექტების მართვის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00;
ანაზღაურება: კონკურენტული, კვალიფიკაციის შესაბამისად;
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- პროექტის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესის წარმართვა;
- პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, განახლება და მონიტორინგი;
- პროექტის ბიუჯეტის მართვა;
- ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდარულ გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
- მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
- სატენდერო პროცედურების მართვა/მონიტორინგი;
- დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა;
- პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა;
- სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა
- გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება და მართვა;
- საპროექტო ფაზის შესრულებაზე კონტრაქტორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება;
- პროექტის მიღება - ჩაბარების პროცესის მართვა;
- სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების (რეპორტების) მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული უნარები:
- უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით, მათ შორის პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- პროგრამების ცოდნა (Archicad, Autocad)
- უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული)
- პროექტის მართვის ცოდნა და უნარი
- სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი
- პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი
- გუნდის მართვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:
recruitmentac29@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.