დამხმარე კურიერი

ბათუმი სრული განაკვეთი მერიდიან ექსპრესი
ენები: ინგლისური მართვის მოწმობა: B, B1
ადმინისტრაცია: კურიერი

 UPS-ის და UPS SCS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი საქართველოში, შპს „მერიდიან ექსპრესი“  აცხადებს ვაკანსიას დამხმარე კურიერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ყველა სახის გზავნილების აღება ჩაბარების მომსახურება.
  • გზავნილების დახარისხება, ჩატვირთვა გადმოტვირთვა.
  • გზავნილების აღება/ჩაბარების პროცედურების პროფესიონალურად, დროულად შესრულება.
  • გზავნილების აღება ჩაბარებასთან დაკავშირებით, სათანადო ბლანკების/დოკუმენტაციის შევსება როგორც წერილობით ასევე ელექტრონულად.
  • შესაბამისი საბუთების დახარისხება და დამუშავება.
  • ავტომობილის სუფთად და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დაცვით გამოყენება.


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება საკურიერო მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას და ბათუმის მისამართების კარგად ცოდნას.
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა სასაუბრო დონეზე (წერა-კითხვა და საუბარი).
  • მართვის მოწმობა B კატეგორია, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლებით.
  • მობილური ტელეფონის სხვადასხვა აპლიკაციებთან სწრაფი მუშაობის ცოდნა.


 

უნარ–ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გამართულად მეტყველების და კომუნიკაციის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

 


კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები შერჩევის პროცედურა მოიცავს სამ ეტაპს:

  • კანდიდატთა შერჩევა მათგან მიღებული რეზიუმეების საფუძველზე;
  • დაკავშირება;
  • გასაუბრება,
  • სტაჟირება (ანაზღაურებადი).



სამუშაო განრიგი:

ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 18:30 საათამდე

შაბათი:  10:00-დან 15:00 საათამდე

შესვენება:1 საათი

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@mexge.com.  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ “ვაკანსია - დამხმარე კურიერი ბათუმში“.