ტრეიდ მარკეტერი
1xP PRIORITY მარშე
თარიღები: 21 ნოე - 29 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მარკეტოლოგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@marshe.ge
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე  წარმოების  ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

„მარშე“ აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზე: „ტრეიდ მარკეტერი“
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).
თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით,  თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მარკეტინგსა და პროდუქტის გაყიდვების მიმართულებით, გსურს ჩაერთო პროდუქტების განვითარების პროცესში, მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების დინამიკის კონტროლი,ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება ტრეიდ მარკეტინგის აქტივობებში;
  • მარკეტინგის და გაყიდვების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
  • სავაჭრო ქსელებთან და მათ კატეგორიის მენეჯერებთან კომუნიკაცია;
  • პროდუქციის რეალიზების წერტილებში მერჩენდაიზინგის ინიცირება და აღსრულება;
  • პროდუქციის რეალიზების წერტილებში პრომო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სხვადასხვა სახის გამოფენებზე და ღონისძიებებზე ბრენდის ინტეგრირება, გაყიდვების წერტილების კოორდინაცია და ტრეიდ  აქტივობების დაორგანიზება;
  • სხვადასხვა ტრეიდ აქტივობების განსახორციელებლად სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • გაყიდვების ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის გეგმის შემუშავება და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით;
  • ტრეიდ მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია FMCG-ის მიმართულებით;
  • ძლიერი ანალიტიკური უნარები, მონაცემთა ინტერპეტაციისა და სტრატეგიული რეკომენდაციების გაცემის  შესაძლებლობით;
  • კარგი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები  ;
  • ერთდროულად რამოდენიმე პროექტის მართვის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • ძლიერ გუნდთან მუშაობისა და ბიზნესის ზრდაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა;
  • საინტერესო გამოწვევები და შესაძლებლობები კარიერული განვითარებისთვის;
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge  და  წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ტრეიდ მარკეტერი “.