დამხმარე ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ზოოჰაბი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
მაღაზიათა ქსელი, „ზოოჰაბი“ რომელიც 2018 წლიდან ზრუნავს თქვენს ოთხფეხა მეგობრებზე აცხადებს ვაკანსიას, დამხმარე ბუღალტერის პოზიციაზე თბილისში. 
დაწინაურების პერსპექტივით. დღეისათვის ზოოჰაბის 11 ფილიალი ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით. 
თვალი გვადევნეთ: https://www.facebook.com/zoohub/
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების მართვა 
  • საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი 
  • პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები,ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ) შედგენა ,აღრიცხვა, დაარქივება; 
  • RS.GE-ის მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან; 
  • სალარო ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში; 
  • დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების კონტროლი; 
 
ძირითადი მოთხოვნები:  
  • უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით; 
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება; 
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა; 
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), Excel -ის საფუძვლიანი ცოდნა; 
  • RS.GE -სთან მუშაობის გამოცდილება; 
  • ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება. 
 
სამუშაო პირობები:  
  • სამუშაო დღეები ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება); 
  • გრაფიკი - 10:00-17:00 საათამდე 
  • ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით. 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე:  hr@zoohub.com.ge და მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთეხვევაში CV  არ განიხილება;  
 
 მაღაზიათა ქსელი, „ზოოჰაბი“რომელიც 2018 წლიდან ზრუნავს თქვენს ოთხფეხა მეგობრებზე აცხადებს ვაკანსიას, დამხმარე ბუღალტერის პოზიციაზე თბილისში. დაწინაურების პერსპექტივით. დღეისათვის ზოოჰაბის 11 ფილიალი ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით. თვალი გვადევნეთ: https://www.facebook.com/zoohub/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!