გამყვანი ტურიზმის მენეჯერი
2xP PRIORITY TOP Travel
თარიღები: 31 ოქტ - 21 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ტურიზმი/გართობის სექტორი:  ტურიზმი(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: a.grigolishvili@top-travel.ge
ტურისტული კომპანია “ტოპ თრეველი” აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე. 
“ტოპ თრეველი” 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ტურისტულ ბაზარზე, არის ლიდერი კომპანია და იკავებს წამყვან პოზიციას გაყიდვებლის მაჩვენებლის მიხედვით.

ჩვენთან დაგხვდება:
  • მივლინებები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით;
  • ფიქსირებული ხელფასი და მიმზიდველი საბონუსე სქემა გაყიდვების მაჩვენებლის მიხედვით;
  • მეგობრული, მხარდამჭერი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
  • კეთილმოწყობილი ოფისი.

სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00
შაბათი: 11:00-15:00

პასუხისმგებლობები:
  • სამოგზაურო პაკეტების შედგენა/ რეზერვაცია/რეალიზაცია;
  • შემოსული სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის პასუხი;
  • FB ჩატის მართვა მომხმარებლების მოთხოვნების მიღებისა და ოპერატიული მომსახურების მიზნით;
  • მოგზაურობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოგროვების პროცესის მხარდაჭერა;
  • ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება;
  • გაყიდვების ანდა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერილობითი კომუნიკაცია;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office);
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: a.grigolishvili@top-travel.ge 2024 წლის 21 ნოემბრამდე. Subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: გამყვანი ტურიზმის მენეჯერი. 
გისურვებთ წარმატებას!