ოფისის მენეჯერი
თარიღები: 12 ნოე - 29 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@holding.com.ge

   სადისტრიბუციო კომპანია შპს „დიპლომატ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, გამოცდილების გარეშე ,დაწინაურების პერსპექტივით. 

 შპს „დიპლომატ ჰოლდინგი“ არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან. 

კომპანიასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს:www.diplomatholding.com.ge


სამუშაო პირობები: 

  • სამუშაო დღეები ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება);


ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისში მოსული სტუმრების მიღება-გადამისამართება;
  • სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
  • სატელეფონო ზარებზე, ელ. წერილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
  • მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
  • საფოსტო გზავნილის მიღება-გადამისამართება;


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;


 პიროვნული თვისებები

  • შრომისმოყვარეობა  და ენერგიულობა;
  • ორგანიზატორული უნარჩვევები;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;


ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს, და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ ქართულ ენაზე   CV მისამართზე : hr@holding.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!