კარდიოლოგიის ექთანი
თარიღები: 31 ოქტ - 29 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: პროფესიული კოლეჯი
სამედიცინო:  კარდიოლოგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Hr@vivomedical.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 591602073
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: “ კარდიოლოგიის ექთანი” 
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება. 
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1 
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს 
განყოფილება: კარდიო-ინტენსიური  
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება; 
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.) 
  • ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე; 
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: Hr@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კარდიოლოგიის ექთანი" ან დაგვიკავშირდით მითითებულ მობილურის ნომერზე +995 591602073 
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.