მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს ,, გერმანული ჰოსპიტალი“ - დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს „გერმანული ჰოსპიტალი“ გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.
ს.ს ,, გერმანული ჰოსპიტალი“ - აცხადებს ვაკანსიას კლინიკის აფთიაქის სუპერვაიზერის პოზიციაზე
მის: თბილისი, კოსმონავტების ქუჩა №45ა
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00
ანაზღაურება: 800-1000 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
- ჰოსპიტლის საჭიროების მიხედვით მედიკამენტებისა და ერთჯერადი სახარჯი მასალის მოთხოვნის განსაზღვრა და შეკვეთების განხორციელება კომპანიაში დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
- შეკვეთილი მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მიღება დასახელების, რაოდენობისა და ვადის მიხედვით;
- განყოფილებების მედიკამენტებითა და სახარჯი მასალების მიზნობრივი და დროული უზრუნველყოფა;
- აფთიაქის ნაშთის კონტროლი რაოდენობის, საჭიროებისა და ვადების მიხედვით;
- აფთიაქის გეგმიური ინვენტარიზაცია;
- აფთიაქში არსებულ მარაგზე - მედიკამენტებზე და სახარჯ მასალაზე ვადების მუდმივი კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სავალდებულოა ფარმაციის ფაკულტეტის მიმართულებით;
- სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა
- MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ თავიანთი რეზიუმე შემდეგ მისამართზე
hr@hgh.ge შეტყობინების ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „კლინიკის აფთიაქის სუპერვაიზერი“. განცხადების მიღების ბოლო ვადა 30/11/2024