“თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე „გეგმიური ქირურგიული სტაციონარის ექთნის თანაშემწე“ თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება. ადგილმდებარეობა: ჩაჩავას 1; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე; ანაზღაურება: 700 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
- ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
- საქმესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე Hr@vivomedical.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება à „გეგმიური ქირურგიული სტაციონარის ექთნის თანაშემწე“ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557578343 გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.