გადაუდებელი საოპერაციოს ექთნის თანაშემწე
თარიღები: 31 ოქტ - 29 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 700
სამედიცინო:  მედდა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@vivomedical.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 577154015
“თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: „გადაუდებელი საოპერაციოს ექთნის თანაშემწე“პოზიციაზე
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.
ადგილმდებარეობა:  ჩაჩავას 1;
სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან  17:00 საათამდე;
ანაზღაურება: 700 ლარი          

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
  • საქმესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე Hr@vivomedical.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  „გადაუდებელი საოპერაციოს ექთნის თანაშემწე“ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577154015
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.