საწყობის თანამშრომელი
თარიღები: 15 ნოე - 29 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1350
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობის თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: contact@amts.ge

კომპანია „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი“ (AMTS) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.  
კომპანია იწვევს ენერგიულ კადრებს საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე სამუშაოდ. 

ძირითადი მოვალეობები: 

  • საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია, დალაგება და პროდუქციისათვის შიდა კოდების მინიჭება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით; 
  • შემოსული ტვირთების მიღება, დათვლა, დაწყობა; 
  • მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით გასაგზავნი ტვირთების მომზადება და მძღოლ-ექსპედიტორებზე გადაცემა. 
 
მოთხოვნები: 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;  
  • ენერგიულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ორგანიზებულობა. 


ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი (1 თვე).

გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ ანაზღაურება 1350 ლარამდე.  


ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კორპორატიული ნომერი და ჯანმრთელობის დაზღვევა. 
 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00. 
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი. 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „საწყობის თანამშრომელი“.