გადაზიდვის სპეციალისტი
თარიღები: 21 ნოე - 29 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ადმინისტრაცია:  კურიერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@elitelectronics.ge
ელიტ ელექტრონიქსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გადაზიდვის სპეციალისტი
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა. სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათ კარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.

პოზიციის დასახელება: გადაზიდვის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:
  • გადასაზიდი ნივთების საწყობებიდან და ფილიალებიდან წამოღება შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით
  • შესასრულებელი ანკეტების მიღება, მარშრუტის დაგეგმარება და შეკვეთების დადგენილ ვადებში დარიგება
  • შესასრულებელი შეკვეთების მიღება და პროგრამული ასახვა, მარშრუტის დაგეგმარება და შეკვეთების დროული შესრულება
  • მომარაგების შეკვეთების მიღება, მარშრუტის დაგეგმარება და შესაბამისი ნივთების დროული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
  • ნივთის დამონტაჟება სტანდარტის შესაბამისად, მომხმარებელთან კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტის დაცვით
  • მომსახურების თანხის აღება, შესაბამისი დოკუმენტაციის (ჩგდ) გამოწერა და თანხის ოპერატორისთვის გადაცემა
  • ნივთების გადაზიდვა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს სფეროში 6 თვიანი გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები: ეფექტური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@elitelectronics.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!