საბაჟო დეკლარანტი
თარიღები: 15 ნოე - 29 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საბაჟო
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@citadeli.com
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე. 
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. 
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal" და სხვა. 
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. 
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com 
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • დეკლარაციის დაბეჭდვამდე ინფორმაციის დამუშავება; 
  • იმპორტის წინასწარი, არაწინასწარი და ექსპორტის დეკლარირება პროგრამა „asycuda”-ში; 
  • სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით იმპორტის წინასწარი შეტყობინების გაკეთება; 
  • წარმოშობის სერტიფიკატებით გადასახადის მოხსნის კონტროლი; 
  • კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახადების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება; 
  • კომპანიისთვის დაგვიანებით წარმოდგენილი სერტიფიკატების განცხადებით წარდგენა გეზში; 
  • ყვითელ და წითელ დერეფნებში ტვირთის მოხვედრისას ტვირთის გაფორმების პროცედურების დასრულება/მოგვარება; 
  • ორიგინალი დოკუმენტაციის დაარქივება და ბუღალტერიისთვის წარდგენა; 
  • ინფორმაციის სისტემატიზება და ფინანსურ დეპარტამენტთან წარდგენა მოთხოვნის შესაბამისად; 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ლოჯისტიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა; 
  • საბაჟო მომსახურებათა ავტომატიზირებული სისტემა “asycuda”-ს მუშაობის ცოდნა; 
  • RS.GE -ზე მუშაობის გამოცდილება. 
 
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები 
  • კომუნიკაბელური; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ორაგანიზებული; 
  • ოპერატიული; 
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული; 
 
სამუშაო გრაფიკი: სრული. 
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 

გისურვებთ წარმატებას!