კონტაქტ ცენტრის ოპერატორი
თარიღები: 31 ოქტ - 29 ნოე
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@alliance.ge
კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის  პოზიციაზე, ბათუმში. 
ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • პროდუქტის სრულყოფილად ფლობა; 
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი; 
  • კლიენტებთან ურთიერთობა (ტელეფონის, მეილის, სოციალური ქსელის საშუალებით კლიენტისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება); 
  • CRM სისტემაში მუშაობა; 
  • დაფიქსირებული მოთხოვნების CRM სისტემაში რეგისტრაცია; 
  • კონტროლი მოთხოვნების დროულ შესრულებაზე, საკითხის შესრულების შემდეგ კლიენტთან სატელეფონო კომუნიკაცია; 
  • რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან. 

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები: 

  • მრავალფეროვან ადამიანებთან კომუნიკაციის, ინტერპერსონალური უნარები; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და აქტიურ გარემოში მუშაობის სურვილი; 
  • ორგანიზებულობისა და ანალიტიკის უნარი; 
  • გუნდურობის სურვილი  
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; 
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების გამართულად (Fluently) ფლობა; 
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ან ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
  • CRM-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • უნიკალურ მულტიფუნქციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; 
  • გამორჩეულ სამუშაო გარემოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • ფიქსირებულ ხელფასთან ერთად, საბონუსე სისტემას. 

გამოგვიგზავნე რეზიუმე  2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: hr@alliance.ge; სათაურში Contact center operator-ის დასახელებით.  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.  
ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი 
გისურვებთ წარმატებას! 
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს „ალიანს სიტი,, საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;  
მონაცემთა მიმღებია - შპს „ალიანს სიტის“ ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;  
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:  
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; 
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; 
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება; 
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; 
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; 
  • მონაცემთა გადატანის უფლება; 
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; 
  • თანხმობის გამოხმობის უფლება; 
  • გასაჩივრების უფლება’ 
შპს „ალიანს სიტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."