კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ბათუმში. ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები: - პროდუქტის სრულყოფილად ფლობა;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- კლიენტებთან ურთიერთობა (ტელეფონის, მეილის, სოციალური ქსელის საშუალებით კლიენტისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება);
- CRM სისტემაში მუშაობა;
- დაფიქსირებული მოთხოვნების CRM სისტემაში რეგისტრაცია;
- კონტროლი მოთხოვნების დროულ შესრულებაზე, საკითხის შესრულების შემდეგ კლიენტთან სატელეფონო კომუნიკაცია;
- რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები: - მრავალფეროვან ადამიანებთან კომუნიკაციის, ინტერპერსონალური უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და აქტიურ გარემოში მუშაობის სურვილი;
- ორგანიზებულობისა და ანალიტიკის უნარი;
- გუნდურობის სურვილი
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების გამართულად (Fluently) ფლობა;
- მომხმარებელთან ურთიერთობის ან ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- CRM-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ: - უნიკალურ მულტიფუნქციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიქსირებულ ხელფასთან ერთად, საბონუსე სისტემას.
გამოგვიგზავნე რეზიუმე 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: hr@alliance.ge; სათაურში Contact center operator-ის დასახელებით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს. ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი გისურვებთ წარმატებას! მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს „ალიანს სიტი,, საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; მონაცემთა მიმღებია - შპს „ალიანს სიტის“ ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით: - მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება’
შპს „ალიანს სიტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."