უმცროსი ხარჯთაღმრიცხველი
თარიღები: 31 ოქტ - 29 ნოე
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@alliance.ge
კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას „უმცროსი ხარჯთაღმრიცხველის“  პოზიციაზე, ბათუმში.
ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა; 
  • ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა;
  • სამშენებლო საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
  • ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება ან 6 თვიანი სტაჟირება
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება; შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ
  • ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel 
  • უპირატესობად ჩაითვლება AutoCAD-ში და ArchiCAD-ში მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:
  • უნიკალურ მულტიფუნქციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • გამორჩეულ სამუშაო გარემოს; პროფესიულ ზრდას და განვითარებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიქსირებულ ხელფასს 1500 ლარიდან (გამოცდილების გათვალისწინებით)

გამოგვიგზავნე რეზიუმე  2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: hr@alliance.ge; სათაურში „უმცროსი ხარჯთაღმრიცხველის“ დასახელებით. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს. 
ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს „ალიანს სიტი,, საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; 
მონაცემთა მიმღებია - შპს „ალიანს სიტის“ ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; 
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით: 
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „ალიანს სიტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."