კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00)
მისამართი: ირაკლი აბაშიძის N3 (ბათუმი)
ძირითადი მოვალეობები:
- ნამცხვრების/კრუასანების ცხობა;
- დილის საუზმის ჭიქების მომზადება;
- სურსათის უვნებლობის პარამეტრების მკაცრი დაცვა და კონტროლი;
- ტექნიკის მოვლა, მათი გაუმართაობის დროს მენეჯერის ან მისი ასისტენტის ინფორმირება;
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი;
- შრომისმოყვარე და მოწესრიგებული;
- ენერგიული და დისციპლინირებული;
- სასურველია ცხობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილების ქონა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ hrbatumi@lucapolare.com-ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.