ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბანკი და მისწრაფება გვაქვს, რომ ვიყოთ თანამედროვე და ინოვაციური. ჩვენი მიზანია შევქმნათ უნიკალური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს, გახდე განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი!
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში უმცროსი თაღლითური ოპერაციების პრევენციის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
დამატებითი ბენეფიტები:
ჯანმრთელობის დაზღვევა;
სასიამოვნო სამუშაო გარემო.
პროფესიული ფუნქცია-მოვალეობანი:
- თაღლითური ოპერაციების პრევენციის მართვის სისტემის დანერგვაში მონაწილეობა ;
- საერთაშორისო და/ან ადგილობრივ პრაქტიკაში დაფიქსირებული თაღლითური სქემების მოძიება და გაწერა მონიტორინგის სისტემებში;
- თაღლითური ოპერაციების მართვის პროგრამებში წესების გაწერა ;
- თაღლითური სცენარების მუდმივი განახლება ბანკში არსებულ ტრანზაქციების ანალიზზე დაყრდნობით;
- თაღლითური ოპერაციების პრევენციის მართვის და მონიტორინგის სისტემაში მიღებული შეტყობინებების დამუშავება/ანალიზი, როგორც საბარათე ტრანზაქციების (ექვაირინგის და იშუინგის) ასევე არასაბარათე ტრანზაქციების კუთხით;
- ბანკის პროგრამულ უზრუნვეყოფაში სხვადასხვა ანგარიშგებების დანერგვა კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული/შესასრულებელი ოპერაციების და პროცესების ადმინისტრირებისა და კონტროლის გაუმჯობესების მიზნით;
- სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საბანკო სფეროში მუშაობის სტაჟი: 1 წელი
სამუშაო საათები და ადგილმდებარება:
- დინამიური გრაფიკი,
- კვირაში 6 სამუშაო დღე
- სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ოფისთან ახლოს.
- სამუშაო ადგილმდებარება- ქ.თბილისი ზაარბრუკების მოედანი 2
განათლება
- განათლება: უმაღლესი;
- უცხო ენები : ინგლისური (კარგად) , რუსული (კარგად)
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- დროის მართვა, ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოტივირებულობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge; წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ გასაუბრება და ტესტირება.გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ნომებერი
გისურვებთ წარმატებებს !