ქოსტ კონტროლიორი
თარიღები: 30 ოქტ - 28 ნოე
მდებარეობა: ქობულეთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Vacant@gph.ge
ქობულეთში  სასტუმრო  „Georgia Palace Hotel“-ი აცხადებს ვაკანსიას  ქოსტ-კონტროლიორი(თვითღირებულების აღმრიცხველი) პოზიციაზე. 
ანგარიშვალდებული:  სასტუმროს  ფინანსურ  სამსახურთან. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების შესყიდვის, გადაადგილების, ჩამოწერის ასახვა და კონტროლი  სააღრიცხვო  სისტემაში; 
  • ხარჯთაღრიცხვის  მართვა  და  კონტროლი; 
  • ხარჯების მოცულობის მართვა და კონტროლი; 
  • დოკუმენტაციის სწორად შევსება და დაარქივება; 
  • თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება; 
  • თვის რეპორტის მომზადება და მისი ანალიზი; 
  • ინვენტარიზაციის პროცესის მართვა/კონტროლი; 
  • ინვენტარიზაციის სხვაობის (ზედმეტობა/დანაკლისი) ანალიზი; 
 
დამატებითი მოთხოვნები: 
  • ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება. 
  • განთავსების, კვებისა და სასმელების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • საოფისე პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • Materials Controls და Micros,  უპირატესობად  ჩაითვლება 
  • ORIS მუშაობის გამოცდილება 
 
უნარ-ჩვევები: 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
 
პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი : 40  საათი კვირაში.  
  • სამუშაო ადგილი;  ქობულეთი დ. აღმაშენებლის  275 
  • სამუშაოს ხანგრძლივობა: გრძელვადიანი  (კვება ადგილზე) 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV  ელექტრონულ ფოსტაზე: Vacant@gph.ge გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი  განაცხადი  არ  განიხილება. 

პერსონალური მონაცემების დამუშავება შპს ჭყონია და კომპანიის მიერ (ს/კ: 202060312) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მოქმედ კანონმდებლობასთან  შესაბამისობაში.  
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 
მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს „ჭყონია და კომპანია“-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს „ჭყონია და კომპანია“-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე: 
ჩემს მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს „ჭყონია და კომპანია“ (ტელ: 032 224 24 00).   
ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს „ჭყონია და კომპანია“-ს მიერ მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (ჩემთან გარიგების დასადებად) და „კ“ (ჩემი აპლიკაციის განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.  
ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს „ჭყონია და კომპანია“-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს. 
შპს „ჭყონია და კომპანია“-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს „შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი“ (ტელ: +995 577 208 787).  
ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.   
შპს „ჭყონია და კომპანია“ არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.  
ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.  
მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს „ჭყონია და კომპანია“-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.